„აშშ-სთან დაპირისპირებით მთავრობა მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს და ქართველებს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს“

„შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, ისევე როგორც ყველა ქვეყანა, რომელიც -ს დაუპირისპირდა, საქართველოც ამ ნაბიჯით უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება.
„ახლა, როდესაც ჩვენმა მთავრობამ შეერთებული შტატები მოწინააღმდეგედ გაიხადა და სრულად რომ აღიქვათ თუ საით მიაქანებენ ისინი ქვეყანას, ჩამოვწერ იმ ძირითადი ქვეყნების სიას, რომლებსაც წინააღმდეგობრივი ურთიერთობები აქვთ შეერთებულ შტატებთან და მოვიყვან მათი 2023 წლის ნომინალურ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე.
ამჟამინდელ მშპ-ს ქვეყნების მიხედვით/მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ:
· 1. : ამჟამინდელი $13,640 – 2023 წელი $16,000
· 2. ჩინეთი: ამჟამინდელი $1,514 – N/A
· 3. ბელარუსი $7,900 – N/A
· 4. ლიბია $6,700 – 2012 წელი $14,728
· 5. ირანი $4,600 – 1977 წელი $2168 ($ 11,200 დღევანდელი კურსით)
· 6. ვენესუელა $3,300 – 2012 წელი $12,600
· 7. ჩრდ. კორეა $900 – N/A
· 8. იემენი $540 – 2014 წელი $1,580
· 9. სუდანი $536 – 2010 წელი $2,000
· 10. ავღანეთი $422 – 2012 წელი $784
· 11. სირია $420 – 2010 წელი $2,800
ყურადღება მიაქციეთ ყველა ამ ქვეყნის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ერთი წლით ადრე, სანამ ისინი აშშ-ს ანტაგონიზებას მოახდენდნენ და შეადარეთ 2023 წლის მაჩვენებლებს; ნახავთ თუ რამდენად შემცირდა მათი მშპ შეერთებული შტატების ანტაგონიზაციის შემდეგ.
შედარებისთვის, ბულგარეთს, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, აქვს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე $15,800, რაც 15%-ით მეტია რუსეთის მშპ-ზე, რომელიც ყველაზე ნაკლებად ღარიბია აშშ-ს ყველა მოწინააღმდეგეს შორის.
საქართველოს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წლისთვის არის $8200; შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მშპ-ს შევარდნაძის დროინდელ დონემდე დაიყვანს და ქართველებს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს, როგორც ეს მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდა.
ეს არის მათემატიკურად დადასტურებული გამოთვლა, რომელიც არ ექვემდებარება პოლიტიკურ დებატებს ან ინტერპრეტაციის თავისუფლებას“, – წერს ფადი ასლი.