“აშშ-სთან განვიხილეთ ერთობლივი წარმოების საკითხები“, – ზელენსკი საჰაერო შესაძლებლობების განვითარებაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, -ის პრეზიდენტთნ, დონალდ ტრამპთან საუბრის დროს ს შესაძლებლობების გასაძლიერებლად მუშაობაზე შეთანხმდნენ.
„პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი გუნდების შეხვედრა უნდა შედგეს. სიღრმისეულად განვიხილეთ ერთობლივი წარმოების საკითხები, რაც ჩვენთვისაც და აშშ-ისთვისაც საჭიროა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, ზელენსკიმ ში ამჟამად არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ამოცანა ახლა გამანადგურებელი დრონების წარმოების გაზრდა და პილოტების კარგად მომზადებაა.
„რთული დღის დასაწყისი იყო, 500-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით. რთული იყო, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოვაგდეთ. სამწუხაროდ, ზოგმა მიზანს მიაღწია. გამანადგურებელმა დრონებმა დღეს მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. ათობით „შაჰედი“ გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.