აშშ-სა და NATO-ს თვითმფრინავები რუსეთის საზღვართან პატრულირებენ

გაერთიანებული სამეფოს ცნობით, სამეფო საჰაერო ძალების ორი სადამკვირვებლო თვითმფრინავი ამერიკისა და NATO-ს საჰაერო ძალებთან ერთად 12-საათიანი მისიით NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარზე პატრულირებისთვის გაიგზავნა.
გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ მისია პასუხია ს მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე.
თვითმფრინავებმა დაახლოებით 10 000 მილის ტერიტორია დაფარეს. პატრულირება შორეული ჩრდილოეთიდან დაიწყეს და ბელარუს-უკრაინის გავლით რუსეთის საზღვარზე გააგრძელეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თქვა, რომ “ეს მნიშვნელოვანი ერთობლივი მისია იყო -სა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად.”
“მისია არამხოლოდ ფასეულ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მათი ოპერატიული ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად, არამედ [რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ] პუტინსა და NATO-ს მოწინააღმდეგეებს ალიანსის ერთიანობას ანახებს.” – დაამატა ჰილიმ.