აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა ეკონომიკური პარტნიორობის “ისტორიულ შეთანხმებას”

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანახმად განცხადებით, 30 აპრილს -სა და ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის დაფუძნების“ შესახებ.
“პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომლის მიზანიც არის ხანგრძლივი მშვიდობა, მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ დღეს ხელი მოეწერა ეკონომიკური პარტნიორობის ისტორიულ შეთანხმებას აშშ-სა და უკრაინას შორის, რომლითაც ფუძნდება აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი” – აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.
ოფიციალურ რელიზში ვკითხულობთ:
ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის ხალხის მიერ უკრაინის თავდაცვისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის აღიარების ნიშნად, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს ითანამშრომლონ და ერთობლივად ჩადონ ინვესტიცია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორივე ქვეყნის ქონებით, ტალანტით, შესაძლებლობებით დაჩქარდეს უკრაინის ეკონომიკური აღდგენა.
პრეზიდენტ ს ლიდერობით, სახაზინო დეპარტამენტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია (DFC) იმუშავებენ ერთობლივად უკრაინის მთავრობასთან პროგრამის მართვის დასასრულებლად და ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის განსავითარებლად”.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს:
„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ მოწადინებულია დაეხმაროს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს უზრუნველჰყოს სამშვიდობო პროცესი, რომელიც ფოკუსირებული იქნება თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში.
პრეზიდენტ ტრამპს ამერიკისა და უკრაინის ხალხებს შორის ეს პარტნიორობა წარმოედგინა იმის საჩვენებლად, რომ ორივე მხარეს სურს ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა უკრაინაში. და ნათელი რომ იყოს, არც ერთ სახელმწიფოსა და პირს, რომელიც აფინანსებდა ან ამარაგებდა რუსეთის ომის მანქანას, არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი უკრაინის აღმშენებლობიდან”.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადება ასე სრულდება:
“ორივე – აშშ-ც და უკრაინის მთავრობაც მოუთმენლად ელიან უკრაინელი და ამერიკელი ხალხების ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას”.
ფორუმი