აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო-ინდუსტრიულ თანამშრომლობაზე კონფერენცია დეკემბერში გაიმართება

უკრაინა და დეკემბერში გამართავენ კონფერენციას სამხედრო-ინდუსტრიულ თემატიკაზე – განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტმა, მ და აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ (NSC) 17 დეკემბერს.
როგორც ზელენსკიმ თავის საღამოს გამოსვლაში თქვა, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას ის და პრეზიდენტი ბაიდენი “შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც ერთობლივად შეგვიძლია”, და რომ ეს ნაბიჯები “აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს და უკრაინელებს, ისე ჩვენს პარტნიორებს”.
ზელენსკის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და აშშ-ის მრეწველობებისა და მთავრობების წარმომადგენლები.
აშშ-ის ხელისუფლება კონფერენციას 6-7 დეკემბერს უმასპინძლებს – განაცხადა NSC-ის პრესმდივანმა, ადრიენ უოტსონმა. მისი თქმით, აშშ-ის და უკრაინის ინდუსტრიებისა და მთავრობების წარმომადგენლები კონფერენციას გამოიყენებენ “ერთობლივი მრეწველობის და თანამშრომლობის სხვა ფორმების შესაძლებლობების დასადგენად ში”. უოტსონმა დასძინა, რომ ეს ღონისძიება ნაწილია აშშ-ის ხელისუფლების “ძალისხმევისა მნიშვნელოვნად გაიზარდოს იარაღის წარმოება, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდასაჭერად”.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს