აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი ურთიერთობების პირველ გამოცდად შესაძლოა, იქცეს პუტინის უარი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე – „ბლუმბერგი“

აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი ურთიერთობების პირველ სერიოზულ გამოცდად შესაძლოა, იქცეს პუტინის უარი ში ცეცხლის შეწყვეტაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კრემლი არ ავლენს დათმობის ან საბრძოლო მოქმედებების შემცირების განზრახვას, მაშინ როდესაც ვაშინგტონმა უკვე უარი თქვა ს აგრესორად მოხსენიებაზე, ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არარეალურია.
რუსმა ანონიმურმა წყაროებმა „ბლუმბერგს“ აცნობეს, რომ მოსკოვი სიფრთხილეს იჩენს ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობების დათბობისას, რადგან ბოლომდე არ ესმით თეთრი სახლის სტრატეგია და შიშობენ „ხაფანგების“ გამო.
ამასთან, წყაროების თქმით, ტრამპის განცხადებამ, რომელშიც ის უკრაინის პრეზიდენტს, ს დიქტატორად მოიხსენიებს, კრემლის მაღალჩინოსნები გააოგნა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უთანხმოება მდგომარეობს იმაში, რომ ტრამპს სურს, აღდგომამდე უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა. ასევე მხარს უჭერს უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნას, მაშინ როდესაც მოსკოვი ეწინააღმდეგება უცხოური ჯარების განთავსებას და ცდილობს, შეზღუდოს უკრაინის შეიარაღებული ძალები.