აშშ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებას მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილერი.
„ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხა თუ რამდენად ეფექტიანი იყო მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში:
„მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.
[ჩვენს მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად“ — აცხადებს მილერი.
მისი თქმით, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები:
„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“ — ამბობს მილერი.
ინტერვიუს სრულად გაეცანით ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე