სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტს ბოიკოტს უცხადებს – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ნოემბერს თქვა, რომ წლევანდელ დიდი ოცეულის (G20) სამიტს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება, -ს არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება. მიზეზად მან ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი ფერმერებისადმი ცუდი მოპყრობა დაასახელა.
აშშ-ს პრეზიდენტს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ის მსოფლიოს წამყვანი და განვითარებადი ეკონომიკების ლიდერთა ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობას თავად არ მიიღებდა. აქამდე ტრამპის ნაცვლად სამიტზე დასასწრებად ჯეი დი ვენსის გამგზავრება იგეგმებოდა.
ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია, სამხრეთ აფრიკის მთავრობას ქვეყნის თეთრკანიანი ფერმერების დევნასა და მათთვის მიწებისა და ფერმების წართმევაში ადანაშაულებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას თქმით, მან ტრამპს აუხსნა, რომ თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების მიმართ დისკრიმინაციისა და დევნის შესახებ ბრალდებები სრულად მცდარია.
მიუხედავად ამისა, აშშ-ს მთავრობა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების კრიტიკას კვლავ განაგრძობს: “სრული სირცხვილია, რომ დიდი ოცეულის სამიტი სამხრეთ აფრიკაში ტარდება,” დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
tabula.geil