აშშ სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარებისთვის სანქციებს დაუწესებს შუამავლებს მესამე ქვეყნებში

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სამშაბათს განაცხადა, რომ შემოიღებს ახალ მკაცრ სანქციებს, რომელთა მიზანია ში ს სამხედრო მოქმედებების შეჩერება. მათ შორისაა დასჯა „შუამავლებისა მესამე ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს აწვდიან მისი შეიარაღებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მასალებს“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იელენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო „განუწყვეტლივ მუშაობს იმაზე, რომ გახსნას გაყინული რუსული აქტივების ეკონომიკური ღირებულება უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად“.
მან დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა და რუსეთი ზავს გამოაცხადებენ, რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება მაინც მოხმარდება სთვის გამოყოფილ 50 მილიარდი დოლარის კრედიტს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ