საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

9
საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ლიბანში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ლიბანში არსებული ვითარება საკმაოდ სახიფათო და არაპროგნოზირებადი რჩება. განცხადებაში ასევე იხსენებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მდებარე ამერიკულ უნივერსიტეტებზე დარტყმების განხორციელების თაობაზე ირანის მუქარას.
„ახლა თუ ქვეყანაში იმყოფებით, სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი სანამ კომერციული ავიარეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან. მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დატოვონ ლიბანი, ვურჩევთ გეგმები მოამზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფრის პოვნისთვის, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი