აშშ რუსული ბრილიანტებზე დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილების შედეგად, რუსულ ბრილიანტებზე დამატებითი სანქციები გამოაცხადა. ამის შესახებ Европейская правда წერს.
OFAC-ის ერთ-ერთი გადაწყვეტილება კრძალავს რუსეთში მოპოვებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ისინი დამუშავებული მესამე ქვეყანაში. გადაწყვეტილება ბრილიანტის ცალკეულ კატეგორიებზე პირველი მარტიდან ამოქმედდება, პირველი სექტემბრიდან აკრძალვა დამატებით კატეგორიებზე გავრცელდება.
მეორე გადაწყვეტილებით, -ს ხაზინა კრძალავს ბრილიანტის სამკაულების და არაგრადირებული ბრილიანტების იმპორტს, რომლებიც წარმოიშვა ან შემოტანილია დან, 2024 წლის 1 მარტიდან.
„ეს აკრძალვები მიზნად ისახავს G7-ის 2023 წლის დეკემბრის ვალდებულებების შესრულებას რუსეთში მოპოვებული ბრილიანტების იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვების დანერგვის შესახებ”, – აცხადებს OFAC.
პირველი შეზღუდვები რუსულ ალმასებზე 2023 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შემოიღო.
შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა 6 დეკემბერს ვირტუალური სამიტის შედეგების შემდეგ გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა, რომ დაწესებულიყო შეზღუდვები რუსული წარმოების ბრილიანტებზე.