აშშ-რუსეთს მოლაპარაკებები ერ-რიადში 24 მარტს შედგება – მოსკოვის დელეგაციას გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ

აშშ-ისა და ს დელეგაციების მორიგი შეხვედრა 24 მარტს გაიმართება, რუსეთის დელეგაციას გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის, ს თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, გუშინ -ის პრეზიდენტის, ს მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ბატონ უოლცთან შევთანხმდით, რომ კონსულტაციები პრეზიდენტების მიერ დანიშნულ ექსპერტებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩატარდება. კონსულტაციები კი ორშაბათს, 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის განცხადებით, რუსულ დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ.
„ნამდვილად გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან, რომლებიც საერთაშორისო საკითხებში კარგად ერკვევიან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.