აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე შავ ზღვაზე შეთანხმების საკითხიც იქნება განხილული – უიტკოფი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფმა კვირას CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი განიხილავენ შავი ზღვის პორტებთან მისასვლელ და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილს.
„არსებობს არეალები, რომლებზეც ყველამ ვიცით, რომ რუსების სამიზნეა. ბირთვული რეაქტორი, რომლიდანაც უკრაინის ნაწილი ელექტროენერგიას იღებს. ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა.
ასევე პორტებზე წვდომასა და პოტენციურ შეთანხმებაზე შავ ზღვასთან დაკავშირებით”, – თქვა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ბევრი საკითხია რაზედაც უნდა შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ