აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს – მოაწერს თუ არა ხელს ტრამპი? – Reuters

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ს წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადეს, მათ შორის, საბანკო და ენერგეტიკასთან დაკავშირებული ზომები, რათა ში ომის დასასრულებლად მოსკოვზე წნეხი გაიზარდოს. ამის შესახებ Reuters სამ ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, მომზადებული სანქციების სამიზნე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსული ენერგოკომპანია Gazprom და სხვა მსხვილი სუბიექტები იქნებოდნენ ბუნებრივი რესურსებისა და საბანკო სექტორებიდან.
თუმცა, როგორც Reuters წერს, ჯერჯერობით უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს -ს პრეზიდენტი აღნიშნული სანქციების დამტკიცებას.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო “ცდილობს, კოორდინირდეს რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე სადამსჯელო მოქმედების განსახორციელებლად”, ხოლო ამას ტრამპის ხელმოწერა დასჭირდება.
“ეს ნამდვილად მისი გადასაწყვეტია”. – დაადასტურა მეორე წყარომ.
ტრამპის მიერ ახალი სანქციების დამტკიცება, როგორც გამოცემა წერს, იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა კრემლის მიმართ პოზიცია გაამკაცრა.
tabula.ge