აშშ რუსეთზე დაწესებული სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს სანქციები დააწესოს ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში. განცხადებას ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი ავრცელებს.
ბრძანება, რომელიც -ის სანქციების თავიდან აცილების აღკვეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, აძლევს ვაშინგტონს შესაძლებლობას, აკრძალოს რუსეთში მოპოვებული, მაგრამ მესამე ქვეყნებში დამუშავებული პროდუქტები. მათ შორისაა ზღვის პროდუქტები და ბრილიანტები, თქვა იელენმა განცხადებაში.
„დღეს ჩვენ ვდგამთ უფრო მკაცრ ნაბიჯებს და ვიღებთ ძლიერ ზომებს ს ომის მანქანის წინააღმდეგ“, – თქვა შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ახალი აღმასრულებელი ბრძანება სიგნალია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომ მათ ან უნდა შეწყვიტონ კომპონენტებისა და საქონლის მიწოდება რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის, ან დაემუქრებათ მნიშვნელოვანი სანქციები.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის ევროკავშირმა და ბრიტანეთმა, რუსეთს სანქციები 2022 წლის თებერვლის ში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაუწესეს. დასავლეთი ცდილობს რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა გაზარდოს.
შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა კომპანიები, რომ მათი მცდელობა თავიდან აიცილონ ამერიკული სანქციები, დაუსჯელი არ დარჩება. ვაშინგტონმა რამდენჯერმე მიმართა კომპანიებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მოსკოვის დახმარებაში.
ამერიკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ვაშინგტონის თავდაპირველმა სანქციებმა და ექსპორტის კონტროლმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთზე. რუსეთის ეკონომიკა ახლა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე ომამდელი პროგნოზით იყო გათვალისწინებული.
ბრძანება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პარასკევს მას ბაიდენი მოაწერს ხელს.
საპრეზიდენტო განკარგულება ასევე მისცემს ვაშინგტონს შესაძლებლობას, აკრძალოს პროდუქტები, რომლებიც მოიპოვება რუსეთში, მაგრამ “არსებითად გარდაიქმნება” ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა რუსული ალმასები, თქვა ადმინისტრაციის მეორე მაღალჩინოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს