აშშ “რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის ახალ პაკეტს გამოაცხადებს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი “რამშტაინის“ ფორმატში მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე 25-ე შეხვედრას გამართავენ.
„ჩვენ ჯგუფის მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მომავალი ადმინისტრაცია სრულიად მიესალმება აიღოს პასუხისმგებლობა და განაგრძოს 50 ქვეყნისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის გაძღოლა“, – განაცხადა Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც, დაახლოებით, 50 მოკავშირისგან შედგება 2022 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის მიერ შეიქმნა. ჯგუფის მიზანია ერთად იმოქმედონ და დააჩქარონ სთვის იარაღის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც