პირველ ეტაპზე ნატო-ს მოკავშირეებს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის – Axios

პირველ ეტაპზე ნატო-ს მოკავშირეებს დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
„მიწოდებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უკრაინისთვის არის განკუთვნილი, მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა, თავდაცვის საშუალებებსა და საარტილერიო ჭურვებს“, – წერს გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვი 50 დღის ვადაში უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან აიცილოს მკაცრი სანქციები და ტარიფები.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა