აშშ პანდემიებისთვის მზადყოფნაში არ ერთვება და ჯანმო ბიუჯეტის მეხუთედს კარგავს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ორგანიზაციის წევრებს სთხოვს ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელიც წინა ბიუჯეტთან შედარებით 21%-ით ნაკლები იქნება. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ს გადაწყვეტილებაა ორგანიზაციის დატოვების შესახებ.
ეს ნაბიჯი ჯანმოს მთავარი სპონსორისა და მსოფლიო ჯანდაცვის უმსხვილესი მოთამაშის გარეშე ტოვებს.
შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობს პანდემიის შესახებ მიღებულ შეთანხმებაში, რომლის მიზანიც ჯანმოს წევრი ქვეყნების მომავალი შესაძლო პანდემიებისთვის მზადყოფნაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები საკუთარ პროდუქციას არავის გაუზიარებენ.
გამოცემა „დოიჩე ველესთან“ საუბარში სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის სპეციალისტი აიელეთ ბერმანი ამბობს, რომ ამერიკაში ბევრი ფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, რომლებსაც მთავრობა აღარ დაავალდებულებს, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნებთან ტექნოლოგიებისა და კვლევების სფეროში, ასევე გადასცენ მათ თავიანთი ტექნოლოგიები.
რაც შეეხება შეთანხმებას, რომელიც ჟენევაში, ჯანმრთელობის ასამბლეის სესიაზე გაფორმდა, ის ითვალისწინებს რესურსების ერთობლივ გამოყენებას, კერძოდ, ინფექციების შესახებ მონაცემების ბაზაზე წვდომას. ამ სისტემის საშუალებით ქვეყნებს ასევე ექნებათ წვდომა სატესტო მოწყობილობებზე, წამლებსა და ვაქცინებზე.
ცნობისთვის: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2024–2025 წლების ბიუჯეტი 6.83 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციიდან გასვლისა და USAID-ის დაფინანსების 90%-იანი შემცირების შედეგად, ჯანმოს პროგრამები, როგორიცაა ტუბერკულოზის, პოლიომელიტის და შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მნიშვნელოვან ფინანსურ დეფიციტს განიცდის. მაგალითად, პოლიომელიტის პროგრამას უკვე დააკლდა $133 მილიონი, რამაც, სპეციალისტების თქმით, შესაძლოა დაავადების გავრცელების რისკის ზრდა გამოიწვიოს.
ამიტომ, ჯანმოს ხელმძღვანელობა მოუწოდებს -ს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რათა თავიდან აიცილოს გლობალური ჯანდაცვის სისტემის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები.