აშშ-მ WTO-ში რუსეთის საწინააღმდეგო განცხადების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა – Reuters

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, -მ თავი შეიკავა მხარი დაეჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების განცხადებისთვის, რომელიც ში ს აგრესიას გმობს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ მხარი არ დაუჭირა განცხადებას, რომელიც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყოველ წელს ქვეყნდება.
განცხადებას ხელი მოაწერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ორმოცდაოთხმა წევრმა, მათ შორის, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ.
„გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ ვყოფილიყავით განცხადების თანასპონსორი, მიღებულ იქნა გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩვენი პოზიციის შესაბამისად“, – განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს.