აშშ-მ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო არ მიიღო

საქართველოში -ს საელჩოს თქმით, ამერიკამ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი აშშ-მ ს განცხადების გამო თქვა. მედიის წარმომადგენლებს საელჩოში უპასუხეს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლის გამო მიიღეს, რომელშიც მან აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ნარატივები გაავრცელა.
⁠”ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა შეერთებული შტატების მიმართ ცრუ ნარატივების გავრცელების გამო, რომელიც გაჟღერებული იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ 29 აპრილის გამოსვლისას.
შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს იხილოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ ინტეგრირებული საქართველო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ამ გზას”. – წერია საელჩოს პასუხში.
ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.
წინა წლებში 26 მაისის სამხედრო მსვლელობაში მონაწილეობას აშშ-ს სამხედროებიც იღებდნენ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ხელისუფლებამ 29 აპრილს კანონის მხარდამჭერი “საერთო-სახალხო შეკრება” გამართა. ერთი კვირის განმავლობაში ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს. დაახლოებით ორსაათიანი აქციის ბოლოს სიტყვით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა ანტიდასავლურ რიტორიკას, “გლობალური ომის პარტიის” კრიტიკას და ყოფილი ხელისუფლების “გარედან დანიშნული” წევრების დასჯაზე დაპირებებს დაუთმო. მანვე “პირობა დადო”, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას “გლობალური ომის პარტია” არაერთხელ ახსენა, რომელიც, მისი რწმენით, “ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს”. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება “თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება”. ქართული ოცნების დამფუძნებლის შეფასებით, “ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან” და მისი ერთადერთი მიზანი საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევაა.