აშშ-მ, ღაზის სექტორისთვის მისაწოდებლად, ეგვიპტეს გადასცა დახმარების 3 ტვირთიდან პირველი

შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს დახმარების სამი დიდი ტვირთიდან პირველი მიაწოდა. ეგვიპტიდან დახმაება ღაზის სექტორში გაიგზავნება.
ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯეიკ სალივანმა და -ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადეს, რომ დახმარება იწონიდა 54,000 ფუნტზე მეტს (დაახლოებით 24,500 კგ) და შეიცავდა სამედიცინო მარაგს და საკვებს.
ის C-17 ტიპის თვითმფრინავით გადაიტანეს და მივიდა ეგვიპტის ლოგისტიკურ ცენტრში.
“მომავალ დღეებში მოსალოდნელია დამატებითი ფრენები, როგორც შეერთებული შტატების მცდელობის ნაწილი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მიზნით”, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
USCENTCOM supported USAID by airlifting more than 54,000 pounds of humanitarian supplies to provide medical supplies and food to the people of Gaza. The supplies began arriving today in Egypt via a C-17 aircraft to then be distributed by UN agencies. Additional flights are… pic.twitter.com/ywwDmlVQH2— U.S. Central Command (@CENTCOM) November 28, 2023