აშშ-მ სირიის ახალი ლიდერის დაკავებაზე $10 მილიონის ჯილდო გააუქმა

აშშ-მ სირიის დეფაქტო ლიდერის, აჰმედ ალ შარაას დაკავებაზე $10 მილიონის ოდენობის ჯილდო გააუქმა, მას შემდეგ, რაც ამერიკელი დიპლომატები ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ბარბარა ლიფმა დისკუსია შეაფასა, როგორც “ძალიან პროდუქტიული”.
-ის დელეგაცია სირიის დედაქალაქ დამასკოში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისმა დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი დაამხო. თუმცა, ამჟამად ორგანიზაცია აშშ-ის ტერორისტულ ჯგუფთა სიაშია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი “ტრანზიციის პრინციპები” განიხილეს, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ტერორისტულ ორგანიზაცია, ისლამურ სახელმწიფოსთან (IS) ბრძოლის აუცილებლობა.
რამდენიმე დღის წინ, სირიის ახალმა ლიდერმა, აჰმედ ალ შარაასმა გამოცემა The Times-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მანდ თქვა, რომ იგი არ მისცემს სხვა ქვეყნებს საშუალებას, სირია ისრაელზე თავდასხმებისთვის პლაცდარმად გამოიყენონ.
ამას გარდა, გამოცემასთან ინტერვიუში ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) ლიდერმა დასავლეთს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პერიოდში სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა.
ალ-ჯოლანიმ ასევე გააფრთხილა, რომ ისრაელის ძალებმა ბოლო პერიოდში სირიაში სამხედრო ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშები უნდა შეწყვიტოს, ხოლო ასადის დამხობის შემდგომ დაკავებული ტერიტორია – დატოვოს.
“ისრაელის გამართლება ჰეზბოლასა და ირანული შეიარაღებული ჯგუფების ყოფნა იყო, ეს გამართლება ახლა აღარ არსებობს”. – თქვა მან.
სირიის ახალი ლიდერის თქმით, “ჩვენ 1974 წლის შეთანხმების ერთგულები ვართ და მზად ვართ, გაეროს [მონიტორინგის მისია] დაბრუნდეს. ჩვენ არ გვსურს არანაირი კონფლიქტი, იქნება ეს ისრაელი, თუ ნებისმიერი სხვა [ქვეყანა] და ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, სირია თავდასხმებისთვის პლაცდარმად იყოს გამოყენებული. სირიელ ხალხს დასვენება სჭირდება და იერიშები უნდა შეწყდეს და ისრაელი თავის ადრინდელ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს”.
იომ კიპურის ომის შემდეგ, 1974 წელს, ისრაელსა და სირიას შორის, გაეროსა და აშშ-ს შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. შეთანხმების მთავარ ნაწილი გულისხმობდა, რომ ორ ქვეყანას შორის გოლანის მაღლობებზე ბუფერული ზონა უნდა შექმნილიყო, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მონიტორინგს გაერო გაუწევდა.
HTS-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, მისი დაჯგუფების “ტერორისტთა” სიაში შეყვანა “პოლიტიკური” გადაწყვეტილება იყო. ჯოლანის თქმით, ეს იარლიყი ასადის რეჟიმისთვის უფრო იყო შესაფერისი.
აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებს HTS ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში ჰყავთ შეყვანილი, ხოლო ამერიკას ალ-ჯოლანიზე $10-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული.
სირიის ახალი ლიდერის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი ახლა ქვეყნის სტაბილიზაცია და ხელახლა აშენებაა, სანამ ნებისმიერი სახის დაინიშნება, რაც მისი თქმით, ჯერ კიდევ შორეული გეგმაა.
“მოსახლეობის ნახევარი ქვეყნის გარეთ არის და ბევრ მათგანს დოკუმენტებიც არ აქვს. ჩვენ გვჭირდება, ეს ხალხი მეზობელი ქვეყნებიდან, თურქეთიდან და ევროპიდან უკან დავაბრუნოთ”. – თქვა ალ-ჯოლანიმ ინტერვიუში.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან “რებრენდინგს” ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.
წყარო: ტაბულა