-მ რუს ბანკირსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს, სანქციები მოუხსნა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, 3 აპრილს ამერიკამ სანქციები მოუხსნა ცნობილ რუს ბანკირსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს, თუმცა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუმარტა, რომ ეს შემთხვევა არ წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის ზოგად ცვლილებას.
Reuters-ს კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ზადორნოვმა, რომელიც -მ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაასანქცირა, აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს (OFAC) წარმატებით მიმართა პეტიციით, რათა ჩვეულებრივი პროცესის გავლით სანქციების სიიდან ამოწერილიყო.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, “სანქციების დაწესების მსგავსად, ადამიანებისთვის მათი მოხსნა ან სიიდან ამოღება წარმოადგენს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს”. მან ასევე დაამატა, რომ სანქციების მიზანი არა დასჯა, არამედ ყოფა-ქცევაში ისეთი “პოზიტიური ცვლილების გამოწვევაა,” რომელიც აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში შედის.