აშშ-მ ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი ბანკი დაასანქცირა

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში მოქ­მედ MRB ბანკს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო რუ­სე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის ხელ­შე­წყო­ბა­ში, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია -ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.
„სა­გა­რეო აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ად­გი­ნა ხუთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ერთი ფი­ზი­კუ­რი პი­რის­გან შემ­დგა­რი ქსე­ლი, რომ­ლე­ბიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არი­ან რუ­სეთ­ში და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ში, სამ­ხრეთ ოსეთ­ში და რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დეს და ხელი შე­უ­წყვეს რუ­სეთ­სა და კო­რე­ის სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას (DPRK) შო­რის უკა­ნო­ნო გა­დახ­დის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­სამ­კვიდ­რებ­ლად მიმ­დი­ნა­რე მცდე­ლო­ბებს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლი აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.
უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს მხა­რე­ებს, რომ­ლებ­მაც ხელი შე­უ­წყვეს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლას და ადას­ტუ­რებს სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გა­მო­ავ­ლი­ნოს და მო­შა­ლოს ქსე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ კო­რე­ის სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და მხარს უჭე­რენ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ომს.
აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის მიერ ორ­კესტრი­რე­ბულ სქე­მით, MRB ბან­კი, ხელს უწყობ­და სან­ქცი­რე­ბულ რუ­სულ TSMRBank-სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ულ FTB ბანკს შო­რის სა­ი­დუმ­ლო სა­ბან­კო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას.
ambebi.ge