-მ ნიკოლას მადუროს ნათესავები და ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერები დაასანქცირა

აშშ-მ კიდევ ექვს გემს, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადააქვთ, ახალი სანქციები დაუწესა.
მედიის ინფორმაციით, სანქციები ასევე დაეკისრა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რამდენიმე ნათესავს, რომლებიც ვაშინგტონის მტკიცებით, დაკავშირებული არიან მის არალეგიტიმურ რეჟიმთან.
-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მადუროს ცოლის სამი ძმისშვილის, ასევე რიგი ბიზნეს კომპანიებისა და გემების მიმართ სანქციების დაწესება წინააღმდეგობას გაუწევს ლიდერის „დიქტატორულ და სასტიკ კონტროლს“.
„რეჟიმს და მის წრეს პასუხს ვაგებინებთ მათი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ბესენტმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა. ვენესუელას მთავრობამ ეს ნაბიჯი ქურდობად და საერთაშორისო მეკობრეობის აქტად შეაფასა.
ipn.ge