Axios-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც იარაღის მიწოდებას ზედამხედველობენ, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში არიან გაგზავნილი.
გამოცემის ცნობით, ოქტომბერში, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკურ-სამხედრო საქმეთა ბიუროს მხოლოდ მეოთხედი მუშაობს სრულად. ეს ოფისი ზედამხედველობს იარაღის მიწოდებას. შედეგად, მნიშვნელოვნად შენელდა იარაღის მიწოდების პროცესი.
ეს გავლენას ახდენს როგორც პირდაპირ სამთავრობო კონტრაქტებზე, ასევე კერძო კომპანიების მიერ ლიცენზირებულ იარაღის მიწოდებაზე. კერძოდ, დაზარალდა AMRAAM-ის და HIMARS-ის ტიპის რაკეტების მიწოდება, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს, ასევე დანიიდან, ხორვატიიდან და პოლონეთიდან საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება.
ფედერალური მთავრობის დაფინანსების შეწყვეტა 1 ოქტომბრიდან აშშ-ში ამჯერად ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა ქვეყნის ისტორიაში.
დაფინანსების ნაკლებობის გამო, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1,5 მილიონი ფედერალური თანამშრომელი შვებულებაშია გათავისუფლებული ან ანაზღაურების გარეშე მუშაობს. თუ შატდაუნმა დეკემბრამდე გასტანა, აშშ-ის სამხედროები ანაზღაურების გარეშე დარჩებიან.
ფორუმი




