აშშ-მ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. ცნობილია, რომ დასანქცირდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობენ ბელარუსში მმართველი რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაში, კორუფციასა და უკრაინაში რუსეთის ომში.
“დღეს OFAC სანქციებს აწესებს 11 ორგანიზაციისა და შვიდი პირის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია გაცხადებაში.
მედიის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვები ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტორიტარულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მიზნით დაწესდა.