აშშ-მ, კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, ბოლივიის ყოფილ ელჩს ბრალი წარუდგინა

4 დეკემბერს, კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლივიის ყოფილ ელჩს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
-ს თქმით, ვიქტორ მანუელ როჩა ჯაშუში 40 წელზე მეტხანს იყო ჯაშუში. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ეს არის აშშ-ს მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ჯაშუშობის ფაქტი.
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიქტორ მანუელ როჩა მსახურობდა კუბის მთავრობის აგენტად და ეძებდა და მოიპოვებდა პოზიციებს შეერთებული შტატების მთავრობაში, რაც მისთვის არასაჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედების შესაძლებლობას მისცემდა”, – ნათქვამია გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის განცხადებაში.
73 წლის როჩა დააკავეს და ის სავარაუდოდ ორშაბათს მაიამის ფედერალური მოსამართლის წინაშე წარდგება.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, როჩა სახელმწიფო დეპარტამენტში 1981 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა. ის მსახურობდა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში 1994 წლიდან 1995 წლამდე და მუშაობდა აშშ-ს სამხედრო სამხრეთ სარდლობის მეთაურის მრჩევლად დაახლოებით 2006 წლიდან 2012 წლამდე.