-მ კიევს უსაფრთხოების გარანტიები დონბასის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ -მ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვის დონბასის რეგიონის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა.
ზელენსკის თქმით, რადგან აშშ ახლა ირანთან საკუთარ კონფლიქტზეა კონცენტრირებული, პრეზიდენტი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი სწრაფად დასრულდეს. “ახლო აღმოსავლეთი ნამდვილად ახდენს გავლენას პრეზიდენტ ტრამპზე და, ვფიქრობ, მის შემდეგ ნაბიჯებზეც. პრეზიდენტი ტრამპი, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, კვლავ ირჩევს სტრატეგიას, უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს უკრაინულ მხარეზე” – განაცხადა მან.
უკრაინის ლიდერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთმა მომავალში აღარ განაახლოს საომარი მოქმედებები, თუკი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.
“ამერიკელები მზად არიან ამ გარანტიების მაღალ დონეზე გაფორმებისთვის მას შემდეგ, რაც დონბასიდან გასვლისთვის მზად იქნება” – თქვა მან და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი დაასუსტებს როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას, რადგან რეგიონში არსებული ძლიერი თავდაცვითი პოზიციები რუსეთს გადაეცემა.
ზელენსკის თქმით, , რომელიც მუდმივად ითხოვს დონბასის იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლქვეშაა, იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებების მიმართ ინტერესს დაკარგავს და პროცესს დატოვებს.
სააგენტო წერს, რომ ნელა, მაგრამ მაინც მიიწევს წინ აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა რუსეთს რამდენიმე წელი და მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი დასჭირდეს დონბასის რეგიონის სრულად დასაპყრობად.
25 მარტს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ძლიერი დაბომბვის შემდეგ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპის ადმინისტრაციას Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაგრძელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე კონფლიქტის გამო ამ იარაღზე მოთხოვნა გაიზარდა.