-მ ირანული ნავთობის ნაწილი სანქციებისგან 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა

21 მარტს -ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ირანული ნავთობის ნაწილი სანქციებისგან 30-დღიანი ვადით ათავისუფლებს. ბესენტის თქმით, ეს ზომა მხოლოდ იმ ირანულ ნავთობს შეეხება, რომელიც უკვე გადაზიდვის პროცესშია.
გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას უკავშირდება. ბესენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებით მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 140 მილიონი ბარელი ნავთობი შევა.
“არსებითად, ჩვენ ირანულ ბარელებს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ მაშინ, როდესაც ოპერაცია ეპიკური რისხვა გრძელდება” – განაცხადა მან.