–მ ვიზების გადახედვა დაიწყო – დეტალები

Associated Press სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე იმიგრაციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს ეხება და უცხოეთის მოქალაქეების დოკუმენტაციის შემოწმებაც ამის გამო გადაწყვიტეს.
კერძოდ, დეპარტამენტი იკვლევს, გადაცილებულია თუ არა ვიზა და უკავშირდება თუ არა პირი დანაშაულს ან ტერორიზმს. თუ აღმოჩნდება, რომ უცხოელმა დაარღვია მოთხოვნები, მისი ვიზა გაუქმდება, იმ შემთხვევაში კი თუ ის -ში იმყოფება, ქვეყნიდან გააძევებენ
„მიმოხილვის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ყველა არსებულ ინფორმაციას, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ჩანაწერებს, იმიგრაციის ჩანაწერებს ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი და პოტენციურ შეუსაბამობაზე მიუთითებს“ – აცხადებენ სახდეპში
ოფიციალური პირების თქმით, შემოწმებები მოიცავს ვიზის ყველა მფლობელის სოციალურ ქსელში არსებულ ანგარიშებს, სამართალდამცავი ორგანოებისა და იმიგრაციის ჩანაწერებს მათ სამშობლოში, ასევე აშშ-ის კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც მათ შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს ჩაიდინეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ იანვარში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, დეპარტამენტმა გააუქმა ორჯერ მეტი ვიზა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილია – დიუშენის მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირია, მაგრამ საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე

ნიკა მელია – ჩემთვის გამოუცნობია, როგორ ხერხდება, რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! – სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!