აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებზე მორიგი ერთობლივი იერიშები მიიტანეს.
დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო. იერიშებში მონაწილეობა მიიღეს ხომალდებმა და ავიაგამანადგურებლებმა.
ამ დარტყმებამდე მცირე ხნით ადრე აშშ-მ იემენში ცალკეული იერიშებიც მიიტანა. ცნობას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს ძალებმა თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ჰუსიტების ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზე, რომლებიც გასაშვებად იყო მზად.
განცხადების მიხედვით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ს საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.
ეს ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-სა და ბრიტანეთის მესამე ერთობლივი ოპერაციაა. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს აშშ-მ იერიში მიიტანა სირიასა და ერაყში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან და მათ მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებთან. ეს იყო პასუხი, იორდანიაში მკმხდარ თავდასხმაზე, რასაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ამ დარტყმების პარალელურად აშშ-მ იერიშები ამავე დღეს იემენელ ჰუსიტებზეც მიიტანა.