აშშ-მ და გერმანიამ იარაღის კონცერნის ხელმძღვანელის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, ს ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა. ამის შესახებ CNN-მა და ნიუ იორკ თაიმსმა -ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია.

Rheinmetall-ი არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის საც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას.

CNN-ის ცნობით, რუსეთი ევროპაში რამდენიმე თავდაცვის საწარმოს ხელმძღვანელთა მკვლელობას გეგმავდა. სავარაუდოდ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა შეიტყვეს ამ გეგმების შესახებ და გააფრთხილეს კოლეგები გერმანიიდან, რომლებმაც მოახერხეს მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება.
ინფორმაციაზე კომენტარი თხოვეს ვაშინგტონში ნატოს სამიტზე მყოფ გერმანიის კანცლერს, რომელმაც პასუხზე უარი განაცხადა.
კომენტარისთვის ხაზზე არ გამოვიდა არც რუსეთის საელჩო ვაშინგტონში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა