აშშ-მ და ბრიტანეთმა “ჰამასისა” და ისლამური ჯიჰადის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს
აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასისა” და ისლამური ჯიჰადის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. სანქცირებულთა სიაშია იასია სინვარი, მუჰამედ დაფა და კიდევ ოთხი პირი, რომლებიც დაკავშირებულია “ჰამასთან”.
“აშშ გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, რათა უარყოს ჰამასის შესაძლებლობა მოაგროვოს და გამოიყენოს თანხები მისი სისასტიკეების განსახორციელებლად” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობის დაწყება გამოაცხადა.