აშშ-მ დაასანქცირა პირები, რომლებიც ჩრდ. კორეული იარაღის რუსეთში შეტანას უზრუნველყოფდნენ

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოავლინა ის პირები, რომლებიც თავს არიდებდნენ ჩრდილო კორეასა და რუსეთს შორის იარაღის უკანონო გადაცემის ხელშეწყობის გამო დაწესებულ სანქციებს.
ამის შესახებ ინფორმაცია -ის ხაზინის დეპარტამენტმა 16 მაისს გაავრცელა. დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა სანქციები ს ორ მოქალაქესა და რუსეთში დაფუძნებულ სამ კომპანიას დაუწესა, იარაღის ტრანსფერის გამო რუსეთსა და ჩრდილო კორეის რესპუბლიკას შორის.
დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის მიზნების მიღწევას, გამოავლინოს და აღკვეთოს იარაღის მიმოცვლა ამ ორ ქვეყანას შორის. სანქციები ასევე ეხება ჩრდილო კორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის, რასაც ის სთან ომში იყენებს.
ვაშინგტონი აღნიშნავს, რომ 2023 წლის მარტში აშშ-ის ხაზინის შესაბამისმა სამსახურმა კიდევ ერთხელ ამხილა აშოტ მკრტიჩევი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გარიგების ხელშეწყობაში. იმავე წლის აგვისტოში კი გამოავლინა სამი კომპანია, მათ შორის, Verus LLC, რომელიც რუსეთში დაფუძნებული კომპანიაა და მკრტიჩევს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა და აღნიშნული კომპანიების დახმარებით უზრუნველყოფდა ჩრდილოეთ კორეული შეიარაღების რუსეთში გადატანას.
კიდევ ერთი პირი, რომელზეც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი საუბრობს, რაფაელ ანატოლიევიჩ გაზარიანია, რომელიც მკრტიჩევთან რთად მუშაობდა რუსეთში ჩრდილოეთ კორეული იარაღის შეტანაზე. ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, გაზარიანი ამ მიზნისთვის რუსეთში დაფუძნებულ კიდევ ერთ კომპანიას, Trans Kapital Limited Liability Company-ს იყენებდა. აშშ აცხადებს, რომ ეს პირი ასევე ფლობს რუსეთში რეგისტრირებულ კიდევ ერთ კომპანიას Rafort Limited Liability Company.
ამასთან, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სქემაში ჩართული იყოს ალექსეი ბუდნევიც, რომელიც სამხედრო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში შეტანაზე მუშაობს. ის რუსეთში დაფუძნებული კომპანია Tekhnologiya, OOO-ს მფლობელია.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი აცხადებს, რომ აღნიშნული პირებისა და კომპანიების მთელი ქონება და აქტივები, რომელიც აშშ-ი, ან აშშ-ის კონტროლის ფარგლებშია, გაიყინება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა