-მ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერა დაადასტურა

აშშ-მ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერა დაადასტურა
-მ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერა მას შემდეგ დაადასტურა, რაც ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული სულ მცირე სამი პირი ფარულად გრენლანდიაში გავლენის მოპოვების ოპერაციებს ეწეოდა.
აშშ-ს საქმეთა რწმუნებული მარკ სტრო დანიასა და გრენლანდიის წარმომადგენლებს კოპენჰაგენში ოთხშაბათს შეხვდა. დანიამ ის მას შემდეგ დაიბარა, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა DR-მა გრინლანდიაში აშშ-ს ფარული გავლენების ოპერაციების შესახებ ცნობები გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პარტნიორებთან სტრომ “პროდუქტიული საუბარი” გამართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება დანიასა და გრენლანდიასთან მტკიცე ურთიერთობების მიმართ.
“აშშ პატივს სცემს გრენლანდიის ხალხის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა არ აკონტროლებს და არ განსაზღვრავს კერძო მოქალაქეთა ქმედებებს და გავრცელებულ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გრენლანდია აშშ-ს შემადგენლობაში შევიდეს. ამ კუთხით, მას არ გამოურიცხავს დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს