აშშ-მ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის დასანქცირებით, დროა EU-მ იმოქმედოს – იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ -ის მიერ ს დასანქცირების შემდეგ, დროა ევროკავშირმაც იმოქმედოს.
მისი თქმით, საქართველო ევროპის წინააღმდეგ ს ომის უფრო ფართო სურათის კრიტიკული ნაწილია.
„შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ივანიშვილზე მკაცრი სანქციების დაწესებით და საქართველოში რუსული პოლიტიკის იარაღად მისი აღიარებით. ახლა დროა ევროკავშირმა იმოქმედოს“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი ა.
როგორც რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, ამ მხრივ ევროკავშირის ინსტიტუტები იყვნენ შუამავლები, რომლებიც რაც მალე იმოქმედებენ, მით უკეთესი.
„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც აკმაყოფილებს დემოკრატიის ყველა სტანდარტს, შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა ამ კრიზისიდან და დაასრულოს საქართველოს დაქვემდებარება რუსეთისადმი.
როგორ გააკეთდეს ეს, ამის გადაწყვეტა თავად ქართულ საზოგადოებას შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.