მხარს უჭერს EU-ს გეგმას, უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივები გამოიყენოს – Reuters

ინფორმირებული წყარო Reuters-ს უყვება, რომ სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, უკრაინის დასახმარებლად და ომის რუსეთთან დასასრულებლად გაყინული რუსული აქტივები გამოიყენოს.
ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ევროკავშირის მთავრობებს მისცემს უფლებას 185 მილიარდი ევრო – ევროპაში გაყინული ს სახელმწიფო აქტივების დაახლოებით 210 მილიარდიდან – მათი კონფისკაციის გარეშე გამოიყენონ.
“ვაშინგტონი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროკავშირს და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ისინი ახლა დგამენ, რათა ამ აქტივების გამოყენება [ომის დასრულების] ინსტრუმენტად შეძლონ” – აღნიშნა წყარომ.
ევროპული გეგმა ბელგიის მხრიდან წამოსული შეშფოთების გამოა შეფერხებულია. ბელგიაში გაყინული აქტივების უდიდესი ნაწილი ინახება.
გერმანიამ პარასკევს აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბელგიის აეროპორტებსა და სამხედრო ბაზებზე დაფიქსირებული დრონების აქტივობა მოსკოვის მხრიდან გაფრთხილება იყო – არ შეეხონ გაყინულ აქტივებს.
მოსკოვი უარყოფს კავშირს ამ ინციდენტებთან და აღნიშნავს, რომ მისი სახელმწიფო აქტივების ჩამორთმევას “მტკივნეული პასუხი მოჰყვება”.
tabula.ge