„აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის EU-სკენ მისწრაფებების წინ წასაწევად“ – რობინ დანიგანი

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელობას და ინფორმაცია მიიღო მათ საქმიანობაზე.
საელჩოს განცხადებით, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე.
„ელჩი დანიგანი შეხვდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად“ – აღნიშნულია -ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ