აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრების მაძიებლების რაოდენობას 125 000-დან 7 500-მდე შეამცირებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრიორიტეტი სამხრეთაფრიკელებს მიენიჭებათ.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია.
განცხადებაში შემცირების მიზეზი არ არის დასახელებული, თუმცა ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „გამართლებულია ჰუმანიტარული მიზეზების ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეაჩერა თავშესაფრების მაძიებელთა მიღების პროგრამა (USRAP).

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი