მოითხოვს, რომ „სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს – FT

აშშ მოითხოვს, რომ „სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს – FT
მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დიმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
სტატიის მიხედვით, უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება, რათა სწრაფად მიიღოს ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი კიევზე ზეწოლას ახორციელებს, რათა რუსეთ-უკრაინას შორის საბოლოო შეთანხმება დროულად შედგეს და ომი წლის ბოლომდე დასრულეს.
მათივე მტკიცებით, შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ „მადლიერების დღემდე“, ანუ 27 ნოემბრამდე დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას.
ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ს „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
1tv.ge