აშშ მიიღებს გრენლანდიას, ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის – ტრამპი

ასე თუ ისე, აშშ მიიღებს გრენლანდიას, ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ ღამით მე ასევე მაქვს გზავნილი გრენლანდიის არაჩვეულებრივი ხალხისადმი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი. და თუ თქვენ აირჩევთ, ჩვენ მოგესალმებით თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ვმუშაობთ ყველასთან, ვინც ჩართულია, რომ ვცადოთ და მივიღოთ ის, თუმცა ჩვენ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. და ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ. ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ. ჩვენ დავიცავთ თქვენს უსაფრთხოებას, ჩვენ მდიდრებს გაგხდით და ერთად ჩვენ ავიყვანთ გრენლანდიას ისეთ სიმაღლეებზე, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით. ეს არის ძალიან მცირე მოსახლეობა, თუმცა მიწის ძალიან დიდი ნაკვეთი და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო უსაფრთხოებისთვის“, – თქვა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს