„აშშ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას“ – სალივანი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

ვაშინგტონი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვკითხულობთ ჯეიკ სალივანის განცხადებაში. იგი აშშ-ის პრეზიდენტის, ს მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
„მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას, დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები სთან და მოლდოვასთან. ეს მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ასევე მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსთვის და მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთის მისწრაფებებს“, – წერს იგი X-ზე.
სალივანი იყო ერთ-ერთი იმ პირთაგან, ვისაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ნოემბერში, როცა ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს