აშშ მზად არის, უკრაინას გამოუყოს 50 მილიარდი დოლარი კრედიტი, თუ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს გაუგრძელებს

აშშ მზად არის, „ს გამოუყოს 50 მილიარდი დოლარი კრედიტი, რის უზრუნველყოფისთვისაც საჭირო იქნება დასავლეთის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივები. მაგრამ ასეთი კრედიტის გამოყოფა დამოკიდებული უნდა იყოს უკრაინაში ს შეჭრის გამო მოსკოვისთვის ევროპის კავშირის მიერ დაწესებული სანქციების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებაზე.
ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის თანახმად, 5 ივნისს -ის წინადადებას ონლაინ ფორმატში განიხილავენ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები.
როგორც ვარაუდობენ, კრედიტი დაიფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე. ამ აქტივების უდიდესი ნაწილი სწორედ ევროკავშირშია გაყინული. შეერთებულ შტატებს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციები – მათ შორის აქტივების გაყინვა – გააგრძელოს მინიმუმ უკრაინაში ომის დამთავრებამდე და მანამდე, „სანამ რუსეთი დათანხმდება, ზღოს უკრაინისთვის მიყენებული ზარალი“.
მანამდე ამ პირობებით კრედიტის გამოყოფის შესაძლებლობებზე ილაპარაკა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა. ეს საკითხი შეერთებულმა შტატებმა განიხილა თავის მოკავშირეებთან „დიდ შვიდეულში“. გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენების ვარიანტები 13-15 ივნისს იქნება განხილული „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იტალიაში. კიდევ ერთი ვარიანტია უკრაინისთვის ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნების მიერ კრედიტის მიცემა.
ყოველ შემთხვევაში აუცილებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა. ამ თანხმობის მიღება იოლი არ არის. კერძოდ, უნგრეთი კვლავაც ბლოკავს დადასტურებას სქემისა, რომელიც ითვალისწინებს რუსული აქტივებიდან მიღებული დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოგებით უკრაინის დახმარებას, ძირითადად იარაღის მიწოდებას. ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველ ნახევარ წელში ერთხელ აახლებს.
შესაძლო კრედიტის თაობაზე მსჯელობისას საქმე კვლავაც ეხება არა გაყინული აქტივების კონფისკაციას, არამედ მათგან მიღებული მოგებისა (მოსკოვი ამასაც კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს და საპასუხო ზომებით იმუქრება). ამასთან, ვაშინგტონში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში აღნიშნავენ, რომ გაყინული აქტივები ბოლოს და ბოლოს უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ