აშშ-მექსიკის საზღვარზე ტეკილათი დატვირთული ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს

აშშ-მექსიკის საზღვარზე, Santo Spirits-ის ბრენდის ტეკილათი დატვირთული ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს. People-ის ცნობით, კომპანიამ ზარალი დაახლოებით 1 მილიონ დოლარად შეაფასა.
საერთო ჯამში, სატვირთო მანქანებში 4 ათასზე მეტი ყუთი იყო – 24,2 ათასი ბოთლი blanco–ს და reposado–ს ტეკილათი, მათ შორის პრემიუმ Extra Anejo ტეკილას 40 ყუთი, რომლის შექმნას 39 თვე დასჭირდა.
Santo Spirits-ის ბრენდი სპეციალიზებულია ტეკილას წარმოებაში, იგი დააარსეს რესტორატორმა გაი ფიერიმ და როკ მუსიკოსმა სემი ჰაგარმა (Van Halen–ის ყოფილი ვოკალისტი). მწარმოებლის ვებსაიტის მიხედვით, Santo Tequila იწარმოება ისტორიულ El Viejito-ს დისტილერიაში. ნედლეულად ცისფერი აგავა გამოიყენება.
გაი ფიერის განცხადებით, კომპანიის დისტილერია მექსიკაში, 24 საათის განმავლობაში მუშაობს მარაგების აღსადგენად. მან გააფრთხილა სადღესასწაულო სეზონზე ტეკილას დეფიციტის შესახებ.
ქურდობის შესახებ ცნობილი 14 ნოემბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ ორი სატვირთო მანქანა, რომელშიც Santo–ს ტეკილას ბოთლები იყო, გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ისინი მოიპარეს ტეხასის შტატის ქალაქ ლარედოში, რომელიც მდებარეობს მექსიკის საზღვარზე. ერთი სატვირთო მანქანა კალიფორნიის საწყობში უნდა ჩასულიიყო, მეორე კი პენსილვანიაში, მაგრამ არცერთი მათგანი არ მივიდა დანიშნულების ადგილზე. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტვირთი სხვა გადამზიდავებზე უკანონოდ გადაყიდა.