-მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

აშშ-მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, – ამის შესახებ განცხადებას -ის საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობა ავრცელებს.
„საჰაერო ძალების გლობალური დარტყმის სარდლობამ 2025 წლის 5 ნოემბერს კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან შეუიარაღებელი [ბირთვული ქობინის გარეშე] Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გამოცდის მიზანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სანდოობის, სამოქმედო მზადყოფნისა და სიზუსტის შემოწმება იყო.
Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 4200 მილი იფრინა და სამიზნეს მარშალის კუნძულებზე მდებარე რონალდ რეიგანის სახელობის ბალისტიკური რაკეტების საცდელ ცენტრში მიაღწია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყება გასულ თვეში დაავალა.