აშშ-მა Belavia-ს წინააღმდეგ სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) Belavia-ს წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსის ეროვნული ავიაკომპანიის მიერ ექსპორტის კონტროლის დარღვევას მოჰყვა.
ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის აპრილში, კომერციის სამინისტრომ „ბელავიას“ კუთვნილი Boeing-737 თვითმფრინავების სიაში შეიყვანა, რომელთა მომსახურება -ის ექსპორტის კონტროლს არღვევს. ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის ნებისმიერი სახის მომსახურების უზრუნველსაყოფად BIS-ის თანხმობაა საჭირო.
იმავე წლის ივნისში BIS-მა Belavia ექსპორტის კონტროლის ზომების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შედეგი იყო სანქციების გამკაცრება 180 დღით, შემდეგ ეს ღონისძიება ორჯერ გაგრძელდა იმავე ვადით.
ამ შეზღუდვების შესაბამისად, Belavia-ს ეკრძალება შეერთებული შტატებიდან ექსპორტი, რეექსპორტი ან საქონლისა და მომსახურების გადაცემა, რომელიც ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება. კომპანიებს მთელს მსოფლიოში ეკრძალებათ Belavia-ს თვითმფრინავების მომსახურება, შეკეთება ან აშშ-ში წარმოებული ნაწილების ავიაკომპანიის ფლოტის მომსახურებისთვის სხვაგვარად გამოყენება.