აშშ-მა „ჰუსიტები“ ტერორისტულ ერთეულად კვლავ აღიარა

აშშ-მა ხელახლა აღიარა „ჰუსიტები“ გლობალურ ტერორისტულ ერთეულად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ „ჰუსიტების“ SDGT-ის ერთეულად ხელახლა აღიარება წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიმდინარე აგრესიის შეჩერებისკენ არის მიმართული.
“ეს თავდასხმები ტერორიზმისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ნათელი მაგალითია და დიდი საფრთხე სიცოცხლისთვის, გლობალური ვაჭრობისთვის, ისინი საფრთხეს უქმნიან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას”, – განაცხადა -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა რეპორტიორებთან საუბარში.
ცნობისთვის, აშშ-მა ჰუსიტები SDGT -ისა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიიდან 2021 წელის თებერვალს ამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის