-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა

აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა განახორციელა , – ამის შესახებ ინფორმაციას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა რეგიონში მოცურავე სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გასაშვებად იყო მზად.
აშშ-ის თავდაცვით დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე „ჰუსიტებმა“ ადენის ყურეში ნავთობტანკერზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…