აშშ-მა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ კონტროლირებად ტერიტორიებზე სამი მიწისქვეშა იარაღის შესანახი საწყობი გაანადგურეს.
„იარაღის შესანახი ობიექტები აშშ-ს, კოალიციის ძალებსა და სავაჭრო გემებს საფრთხეს უქმნიდა. აღნიშნული მოქმედებები ჩვენი ძალების დასაცავად, ნავიგაციის თავისუფლებისა და საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
ასევე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ